ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ მიქელეფონეში გაუქმებული სკოლა აღდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე დღეს  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 2012 წლის დეკემბერში დეოპტიმიზაციის შედეგად სკოლას ძველი სტატუსი დაუბრუნდა და  ამავე რაიონის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლას გამოეყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს   სოფ. მიქელეფონის საჯარო სკოლა სოფ. ტობანიერის საჯარო სკოლას მიუერთდა, ეს უკანასკნელი სოფელ მიქელეფონის სკოლიდან  2 კმ-ში მდებარეობს.  

მიქელეფონი მთაგორიანი სოფელია, რთული რელიეფით და მკაცრი კლიმატური პირობებით.  აღსანიშნავია,  რომ მიქელეფონში  სასწავლებლად 5 - 6 კმ-ის მანძილიდან  სოფელ კუშუბოურის და სხვა ახლომდებარე სოფლების მოსწავლეებიც დადიოდნენ. გაერთიანების შედეგად, ამ სოფლის  მოსწავლეებს დამატებით ორი კილომეტრის გავლა უხდებოდათ, ზამთარში კი, საერთოდ შეუძლებელი იყო სკოლამდე მისვლა და უკან დაბრუნება. ეს პრობლემა სოფლიდან მიგრაციის მიზეზი გახდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით   და მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №252/ნ ბრძანების საფუძველზე, ამ ორი სკოლის დეოპტიმიზაცია განახორციელა.

ამჟამად სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში სწავლის სურვილი  39-მა მოსწავლემ გამოთქვა და ამავე სკოლაში დასაქმდება 12 პედაგოგიც. სოფელ მიქელეფონის სკოლის ბაზა ნორმალურ მდგომარეობაშია და სკოლის ხელმძღვანელობა მზად არის სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე