ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

190 საჯარო სკოლის 9000-ზე მეტს მოსწავლეს სასკოლო ავტობუსი მოემსახურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი  პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ აამოქმედა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ.

,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით 190 საჯარო სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იქნება სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროგრამის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი  გამოყო.

სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია უზრუნველყოფს: შპს “ვი-ქომ” და შპს “თაიმსერვისი”. აღნიშნული  კომპანიები სკოლის მოსწავლეებს სატრანსპორტო მომსახურებას  გაუწევენ დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან. პროცესს კოორდინაციას სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს.

აქამდე  სასკოლო ავტობუსის გამართულობაზე, საწვავით უზრუნველყოფაზე თავად სკოლას უნდა ეზრუნა. სამინისტროს ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში კი, მთელ პროცესს თავად კომპანიები სკოლებთან  თანამშრომლობით უზრუნველყოფენ.

მომსახურების გაწევის პერიოდში რაიმე შეფერხების ან  პრობლემის  შესახებ სკოლა  სატრანსპორტო კომპანიას მიმართავს, თუ სატრანსპორტო კომპანია უმოკლეს ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, სკოლა შესაბამის რესურსცენტრს  უკავშირდება. რესურსცენტრი ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სატრანსპორტო მომსახურების შესრულებას და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემები, სხვა შემთხვევაში უმოკლეს დროში აცნობოს სამინისტროს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე