ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის

წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.

კონკურსების მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

პროექტებში წარმოდგენილი მასალები შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე, ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სამუშაოს შესასრულებლად მათ  დაახლოებით 20 დღე ეძლევათ.

თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს (სურვილისამებრ) წარმოუდგენს. მათ სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე