ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამთავრობო კომისია ზოგადი განათლების საკითხებს განიხილავს

განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დვალი და კომისიის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს განათლების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებული იდეებისა და წინადადებების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა კონკრეტულად სასკოლო რეფორმაზე, ახალ მიდგომებზე, სისტემის დეცენტრალიზაციასა და მეცნიერებასა და სკოლას შორის ერთიანი სააზროვნო სივრცის შექმნაზე.

გიორგი დვალის განცხადებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის სისტემის რეფორმირებისთვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის  წევრები სისტემატიურად ხვდებიან საზოგადოების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათთან ერთად განიხილავენ ახალ კონცეფციას, რომელიც სამეცნიერო, საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების განვითარებას და ჩვენი განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე