ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბოგვის სკოლის 120 მოსწავლე სასკოლო ავტობუსით სარგებლობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იმ 120 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც ახალი წლიდან სასკოლო ავტობუსით სარგებლობენ.

სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვარში  ახალი  პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად  დიდი მანძილის გავლა ფეხით უხდებოდათ. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9000-ზე მეტი მოსწავლეა  სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი.  2013 წლის მარტიდან სასკოლო ავტობუსი დამატებით კიდევ 100 სკოლას მოემსახურება.

ბოგვის საჯარო სკოლის 120 მოსწავლე მეზობელი 7 სოფლის მაცხოვრებლები არიან და მათ ახალი პროექტის ამოქმედებამდე 5-6 კილომეტრის  ფეხით გავლა უხდებოდათ. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია, მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან   სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოთ გადაადგილდებიან.

სკოლების სატრანსპორტო მომსახურებას  ტენდერში გამარჯვებული  კომპანიები უზრუნველყოფენ. სკოლას არ უწევს ტრანსპორტის გამართულობასა და საწვავით უზრუნველყოფაზე ზრუნვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ ამ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე