ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ პროცესში მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართვას შეეხო. თამარ სანიკიძემ დეპუტატებს ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.

თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე სოლიდური დაფინანსება გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და იგი სრულად ფლობს ინფორმაციას უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. რაც შეეხება ჩასატარებელ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია იგი მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს, ვინაიდან, მათთვის  გაცილებით კარგადაა ცნობილი ადგილზე არსებული მდგომარეობა, საჭიროებები და პრიორიტეტები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტარებს ვრცელი ვიზუალური  მასალა წარუდგინა:

  • 2012 წლის ჩათვლით გამხორციელებულ მშენებლობებზე;
  • არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურის შეფასებაზე (რა მდგომარეობაშია თითოეული სკოლა);
  • სტატისტიკა რაიონებიდან ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებზე (აღდგენაზე).

თამარ სანიკიძემ ასევე, თხოვნით მიმართა პარლამენტარებს აქტიურად ჩაერთონ მათ რეგიონებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში და სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ლოკალურად წარმოქმნილი ცალკეული პრობლემების მოგვარებაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე