ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ღია კარის დღე სამინისტროში

საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები განათლების სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგძობენ. 12 თებერვალს გამართულ ღია კარის დღეზე ის პედაგოგები იყვნენ მოწვეულნი, რომელთა განცხადებების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა.

კომისიის სახელზე 830 მიმართვა შემოვიდა, აქედან 440 განცხადების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა და მიმართვის ავტორს საპასუხო წერილი გაუგზავნა. საპასუხო წერილში მიმართვის ავტორებს, გათავისუფლების ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით, ხარვეზის შევსება და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ეთხოვათ. 2013 წლის 8 თებერვლის მონაცემებით, ხარვეზის შევსებაზე 52 მიმართვაა შემოსული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია (მინისტრის ბრძანება №1375) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და სახალხო დამცველის თანამონაწილეობით, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. კომისია ინტესიურ რეჟიმში მუშაობს, ყოველკვირეულად სამუშაო შეხვედრებს მართავს, განცხადებებს განიხილავს და მიმართვის ავტორებისთვის ღია კარის დღეებს აწყობს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე