ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებას პროგრამაში ჩართული 26 საჯარო სკოლის დირექტორი და სპორტის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის 2010 წელს დაიდო. შეთანხმების საფუძველზე, პირველ ეტაპზე ჩოგბურთის გაკვეთილები თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაინერგა. 2013 წლიდან პროექტში ჩართული სკოლების რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 4 000-დან 12 000-მდე.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა პროექტში ჩართული მასწავლებლები გადაამზადეს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს მინი ტენისის ინვენტარი გადასცა, რომელიც სკოლებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. თბილისის 20 საჯარო სკოლაში სტანდარტული ზომის 20 საჩოგბურთო მოედანი მოეწყო.

სკოლებს შორის პერიოდულად საჩოგბურთო შეჯიბრებები იმართება. სამომავლოდ, სასკოლო ნაკრებების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა იგეგმება. სკოლებში ჩამოყალიბდება ჩოგბურთის წრეები, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას, საქართველოს საჯარო სკოლებში  ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს აუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე