ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-59%-ით გაიზარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 26%-59%-ით  გაიზარდა. დღეს,  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსურ მენეჯერს შეხვდა და დეტალურად აუხსნა რა ცვლილებები განხორციელდა პედაგოგთა შრომის ანაზრაურების გაცემის წესში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში:

  • გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი  (245 ლარიდან 305 ლარამდე);
  • ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;
  • გაიზარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატი -(24,5-დან 30,5 ლარამდე);
  • გაიზარდა იმ მასწავლებლის დანამატი ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის,;
  • გაიზარდა კლასის დამრიგებლობის დანამატი (62,48-დან 76,25 ლარამდე);
  • 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი  ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა;
  • სერტიფიცირებულ პედაგოგს  დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა  კვირაში 13 საათს შეადგენს;
  • სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.

შეხვედრის დასასრულს, თამარ სანიკიძემ რესურსცენტრების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე