ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტი განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტის პირველადი განხილვა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტროში“ ფარგლებში შედგა და მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.

გაფართოებული შეხვედრის მიზანი პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პირველადი პროექტის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება იყო. 

პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგიაზე მუშაობა 2013 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო და მასში ჩართულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული კოლეჯების, დონორი ორგანიზაციებიასა და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები.

პროგრამის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები - სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები იქნებიან, რომლებიც სასურველ და ხარისხიან პროფესიულ კვალიფიკაციას შეიძენენ. მიღებული უნარები მათი დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის და კერძო სექტორს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე