ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სისტემის ხელშეწყობისთვის MCC 140 მილიონ დოლარს გამოყოფს

განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ დაინტერესებულ პირთათვის წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობისთვის, საქართველო  MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად შეარჩია.

წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკურ სექტორებში კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის აღმოფხვრა მიიჩნია. პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ მიმართულებით გაიხარჯება განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის განსაზღვრული  140 მილიონი დოლარი. 

კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი მიმართულებებით გამოაცხადა:

1. ზოგადი განათლების გაუმჯობესების პროექტის შემუშავება;
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქალებისთვის არსებული დაბრკოლებების შესწავლა მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით, დამსაქმებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის მქონე დეფიციტური პროფესიების ანალიზი;
3. მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის  საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა.

საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, მეორე კომპაქტის ფარგლებში 12-15 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას განიხილავენ, რომელიც ღია და გამჭირვალე საგრანტო კონკურსის „სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადების“ გზით გაიცემა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელთა და ბიზნეს - წრეებისათვის აღნიშნული კონკურსისათვის იდეების წარდგენის შედეგების დეტალური განხილვაც განხორციელდა.   

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ალუდა გოგლიჩიძე, ქეთევან ნატრიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზურაბაშვილი იღებდნენ.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე