ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

MCC-ის საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობისთვის, საქართველო  MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად შეარჩია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის 140 მილიონი დოლარი გამოიყოფა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.         

კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ მიმართულებებს შორის ერთ-ერთია:

მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის  საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა (Selection of Partner Institution(s) for Capacity Building and Establishing Bachelor Degree Programs in Science, Technology, Engineering and Math Higher Education in Georgia).

დღეს, სამუშაო შეხვედრა სწორედ, უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან, საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან გაიმართა და მისი მიზანი  მონაწილეთათვის სატენდერო პირობების გაცნობა და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იყო.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ქეტევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზურაბაშვილი იღებდნენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე