ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა გენერალური ასამბლეა გამართა

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში პირველი ორგანიზაციული გენერალური ასამბლეა გამართა. ასამბლეაში 35 მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

გენერალური ასამბლეის მიზანი  მოსწავლეთა პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ხელშესაწყობად კონკრეტული მექანიზმების შემუშავება იყო.

ასამბლეის მონაწილეები სკოლებში არსებულ აქტიურ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და ახალგაზრდულ კლუბებს წარმოადგენდნენ, მათ ასამბლეის ფარგლებში, გამგეობის მომავალი წევრები აირჩიეს და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ღონისძიების ერთ-ერთ სესიას ევროპის სკოლის მოსწავლეთა საორგანიზაციო ბიუროს გამგეობის წევრი დეიან ბოჯანიჩი (ბრიუსელი) წარუძღვა.

ასამბლეა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა. მოწვეულ სატუმართა შორის იყვნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები.

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი ერთადერთი არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისია საქართველოს სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა და მათი ინიციატივების ხელშეწყობაა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე