ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ”აისი” ღვინის ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და GIZ-ის ”კერძო სექტორის განვითარება საქართველოში” პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა იორგ ოელშლეგერმა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ”აისი” ღვინის ლაბორატორია გახსნეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებისთვის მეღვინეობა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას და რეგიონის შემოსავლების ფორმირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა საზოგადოებრივ კოლეჯში ”აისი”.

კოლეჯში მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქამდე თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ადგილობრივ ფერმერებს წარმოებული ღვინის ხარისხის შემოწმებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რაც წარმოებული ღვინის რეალიზაციაში ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ ბაზრებზე  გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევდა.

ზემოაღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, საზოგადოებრივი კოლეჯის ”აისის“ ინიციატივითა და GIZ-ის ”კერძო სექტორის განვითარება საქართველოში” პროგრამის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, კოლეჯის ბაზაზე  ღვინის ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც საუკეთესო მაგალითია პროფესიული განათლების მისადაგებისა სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

სასწავლო ლაბორატორია კვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს, რომლებიც კახეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურებიან. ლაბორატორია ასევე სთავაზობს ადგილობრივ ფერმერებს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე