ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური კომისიის შედეგები

საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამი პედაგოგის მიმართ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.  ამ ეტაპზე სკოლის დირექტორის მიერ სამივე პედაგოგი უკვე აღდგენილია.

„ძალიან დიდი მადლობა კომისიის ყველა წევრს ჩვენი საქმეების განიხილვისთვის. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება ეს კომისია არ შეიქმნებოდა და ჩვენს მიმართ ჩადენილი უკანონობითაც არავინ დაინტერესდებოდა. დიდი მადლობა მინისტრს სამართლიანობის აღდგენისთვის“ - განაცხადა გორის მეორე საჯარო სკოლაში აღდგენილმა პედაგოგმა ეკატერინე ქარელმა.

კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ასევე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ შვიდ პირზე. დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები და საქმეები შესასწავლად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, მიღებული 830 მომართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული. ამასთან, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე