ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის  წარსადგენად, დაინტერესებულ მხარეებთან რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა.

პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგიაზე მუშაობა ა.წ. 19 იანვრიდან დაიწყო და მის შემუშავებაში ჩართული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულის ცენტრის, პროფესიული კოლეჯების, დონორი ორგანიზაციების და სოციალური პარტნიორების წარმომედგენლები.

რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრის მიზანი იყო, დაინტერესებული მხარეების მხრიდან მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების საფუძველზე, განახლებული სტრატეგიის პროექტისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმის გაცნობა  საზოგადოებისათვის. გამოთქმული კომენტარები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის პროექტის საბოლოო ვერსიაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე