ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის შექმნილი I და II კლასების მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა. სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს ოფისის (“Save The Children Georgia”) მხარდაჭერით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობისათვის ახალი მეთოდოლოგიების, მიდგომების შემუშავება და დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის მიერ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, პირველად შემუშავდა ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ქართული ჟესტური ენისა და წერითი მეტყველების ბილინგვური პროგრამა, შეიქმნა სახელმძღვანელოები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.

მათემატიკის ახალი სახელმძღვანელო ეყრდნობა მეთოდოლოგიას, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლა-სწავლების თავისებურებებს ითვალისწინებს და არის ილუსტრირებული. წიგნში სხვადასხვა სახის სავარჯიშოებია წარმოდგენილი, რომლებიც  მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული. სახელმძღვანელოთი სწავლების მეთოდოლოგია სწავლების პროცესში კომპიუტერული საგანმანათლებლო თამაშების აქტიურ გამოყენებას გულისხმობს და თან ახლავს  მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის.

სახელმძღვანელოები ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლებს საჩუქრად გადაეცემა, პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე elibrary.emis.ge განთავსდება.

სახელმძღვანელოს ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელი ეკატერინე კორძაძე. სახელმძღვანელოების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის პედაგოგები.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს ოფისის (“Save The Children Georgia”), არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე