ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსებას გულისხმობს. ამ სპეციალობებს შორის არის აგრარული, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული  მიმართულებები, რომელთაც  სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

გიორგი მარგველაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს, 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო. მინისტრმა ასევე ისაუბრა კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებისა და აგრარულ სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადების აუცილებლობაზე,  ამ მიზნის განხორციელებაში მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და მინისტრმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე