ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა სახელწოდებით - “ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”. პუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს, ასევე, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით.

2011-2012 წლებში სახელმძღვანელოს პილოტირება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, ნინოწმინდა) შექმნილ სკოლამდელი აღზრდის 8 ცენტრში განხორციელდა. პილოტირებაში  147 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვი და 8 მასწავლებელი მონაწილეობდა. პილოტირების შედეგად სახელმძღვანელოში ცვლილებები შევიდა და  საბოლოო სახით ჩამოყალიბდა.

მიმდინარე წელს, სახელმძღვანელოს მასალების ბაზაზე, საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტიდან (ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა) დამატებით გადამზადდა ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღების 12 აღმზრდელი.

ახალი პუბლიკაციები პროექტის მონაწილე სკოლამდელი აღზრდის ცენტრებსა და საბავშვო ბაღებს საჩუქრად გადაეცემათ. სახელმძღვანელოებით სარგებლობას 700-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის  ბავშვი შეძლებს. პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე elibrary.emis.ge განთავსდება.

პრეზენტაციები წარმოადგინეს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა  ნათია ჯოხაძემ და სახელმძღვანელოს ავტორებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ:

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’ (Save the children), საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, უმაღლესი სასწავლებლების, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება პროგრამა ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში”. პროექტის ქვეპროგრამის ”სკოლამდელი განათლების პოლიტიკის გატარება საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის” მიზანია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინაციით, გამოიცა  ახალი სახელმძღვანელო. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე