ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და  3 ეტაპად ჩატარდება:

1. სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

ა) ვისი და–ძმაც  სწავლობს ამ სკოლაში;

ბ) ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

გ) ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).

აღნიშნული მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით. 

2.  ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რეგისტრაციას გაივლიან  2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ  2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
3. 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარუდგენლობის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლის რეგისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

 განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე