დიმიტრი შაშკინი გურიის რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოზურგეთის
№2 საჯარო სკოლაში რეგიონის პედაგოგებს
შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე,
რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა პედაგოგთა შეკითხვებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო, სკოლის
გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სასწავლო გეგმებზე, სკოლების რეაბილიტაციასა და
სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
ამომწურავი პასუხები გასცა.
გურიის რეგიონში:
- 95 საჯარო და 4 კერძო სკოლაა;
- 2 750 მასწავლებელი და 22596 მოსწავლეა;
- 2006-2009 წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სამინისტროს მიერ აშენდა 2 საჯარო სკოლის შენობა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - 3 საჯარო სკოლას, ასევე ნაწილობრივი - 3 საჯარო სკოლას, შესყიდულია 1 საჯარო სკოლის შენობის პროექტი;
- 2008 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ჩატარდა 10 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია – 1 250 000 ლარით.
- 2009 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ჩატარდა 40 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 1 400 000 ლარით.
- 2006-2010 წლებში: რეგიონის საჯარო სკოლებში ფონდ ”ირმის ნახტომის” მიერ 948 კომპიუტერი (19/1), 8 ნოუთბუქი და 12 პროექტორია შეტანილი შეტანილი.
რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს მინისტრი რეგულარულად მართავს, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რომელზედაც მინისტრი პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს კვლავაც პირადად გააცნობს.


