ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტიქიის შედეგად სკოლები დაზარალდა

საქართველოს მასშტაბით სტიქიამ  20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს და   შესაბამისად, შენობაც საკმაოდ დიდია. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავის ნახევარი ახადა. თუმცა, სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა, არის შუქი და გათბობა. ერთადერთ საფრთხეს შენობას წვიმა შეუქმნის.

ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია,  რათა  სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, ხოლო შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე