ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის განხილვა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დღეს, სამუშაო შეხვედრა 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან გაიმართა. ამ სასწავლებლებში რამდენიმე წელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.

შეხვედრაზე 2013 – 2020 წლების პროფესიული განათლების სტრატეგიის პროექტი და ის საკითხები განიხილეს, რაც პროფესიული განათლების ხარისხს, მის ხელმისაწვდომობას და იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რაც  პროფესიული განათლების განვითარებისთვისაა საჭირო.

2012 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების განვითარების შუალედური (2009-2012 წლების) სტრატეგიის განხორციელება დასრულდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „განათლების ევროპული ფონდის“ მიერ შეფასდა და გამოიკვეთა მისი  ძლიერი და სუსტი მხარეები.

სწორედ, ამ სტრატეგიის განხორციელების შეფასების საფუძველზე და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, ევროკავშრის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ახალი  სტრატეგიის შემუშავების ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია (2013-2020 წლები) თანდართული 2 წლიანი სამოქმედო გეგმით (2014-2015 წლები) წარუდგინა.

სამინისტრო განაგრძობს სტარტეგიის განხილვას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გათვალისწინებული და ასახული იყოს ყველა ჩართული მხარის მოსაზრება პროფესიული განათლების განვითარების კუთხით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე