ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას ევროსაბჭო აფასებს

ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრმა (Language Policy Unit), რომელიც ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პლურილინგვური (მრავალენოვანი) განათლების ხელშესაწყობად მრავალ აქტივობას ახორციელებს, 2012-2013 წლებში წევრი ქვეყნების დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ჩაატარა. ანალიზის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ და რა ფორმით აისახება პლურილინგვური განათლების ხელშემწყობი მექანიზმები ეროვნული დონის სასწავლო გეგმებში.

2013 წლის 18 მარტს ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრის ვებგვერდზე (http://www.coe.int/t/dg4/linguistic/Source/Source2012_Sem/semNov/Report_November2012_SeminarLangSchol_EN.pdf) ჩატარებული ანალიზის ანგარიში დაიდო.

აღნიშნულ ანგარიშში  ხაზგასმული და პოზიტიურად შეფასებულია  საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყენებული სტრატეგია, რომელიც ენების სტანდარტებს ყოფს არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამგვარი მიდგომა, რომელსაც ანალოგი არ ეძებნება სხვა წევრი ქვეყნების სასწავლო გეგმებში, კარგ საშუალებას იძლევა კონკრეტული კლასის მოსწავლეთა ენის ფლობის რეალური დონის გასათვალისწინებლად, მოქნილს ხდის ენების სწავლებას და უზრუნველყოფს ენების სწავლების ვერტიკალურ თანამიმდევრობას.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებში ცალკეული ენის სწავლების ამოცანები უმეტესწილად განიხილება ავტონომიურად, ერთმანეთისაგან გამიჯნულად, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა კი, იმ პოზიტიურ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებმაც ენების სტანდარტები ერთიან კონცეპტუალურ ჩარჩოში მოაქციეს და   თითოეული მათგანისათვის საერთო კომპეტენციები გამოკვეთეს.  ამგვარი სტრატეგია ხელს უწყობს საერთო სასწავლო ამოცანების გამოვლენასა და  ერთ ენაზე მიღებული გამოცდილების მეორე ენაში გადატანას.  ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგნობრივი კარჩაკეტილობის დაძლევასა და სხვადასხვა ენის ათვისების პროცესებს შორის ხიდების გადებას.

სწორედ აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩადებული თანამედროვე სტრატეგიების განხორციელებას სწავლა-სწავლების პროცესში, რათა რეალურად მოხდეს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების ამაღლება და გაუმჯობესება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე