ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და სკოლაში  არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლე სწავლობს, მათგან 130 მოსწავლეს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით სარგებლობს. სკოლის დირექტორის განმარტებით, გაცილებით მეტი მოსწავლე საჭიროებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.  50 მოსწავლეს სკოლა ეხმარება და ყოველდღიურად სასწავლო მასალის ქსეროასლებს უმზადებს. სკოლამ სპეციალურად დამატებითი ქსეროქსი შეიძინა, რათა ამ ბავშვებს ხელი არ შეშლოდათ სწავლაში.

„ორი შვილისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების  შეძენა 250-300 ლარი მიჯდებოდა, რაც ჩემი ოჯახისათვის ძალიან დიდი თანხაა რადგან, სტაბილური სამსახური ოჯახში არავის გვაქვს“ - განაცხადა ორი მოსწავლის დედამ ნანა ბუთხუზმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე