ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორმა ჯანან ათილგანმა, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული 1,8 მილიონ ევროიანი პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” შედეგები შეაფასეს.

პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონისა და უმცირესობებით დასახლებული რაიონების ასობით მასწავლებელმა მომზადება სამოქალაქო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლებაში გაიარა. ათასობით მე-11 კლასის მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა  დემოკრატია საკუთარ თავზე გამოეცადა.

პროექტის განმხორციელებლების - გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის, ჰოლანდიის ედუარდო ფრაის ფონდის, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლების ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდები  აქტიური მოქალაქეობის მთავარი ღირებულებების იდეის ქვეშ გაერთიანდნენ. პროექტის შედეგად სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაცია  და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი შეიქმნა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე