ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათი ქართველი მოსწავლე ერთი წლით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება

დიდი ბრიტანეთის სკოლის დირექტორთა ასოციაციის HMC (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) პროექტების ჯგუფმა 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში პირველი შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე და ერთი პედაგოგი, ბრიტანულ სკოლაში ერთწლიანი კურსის გასავლელად, 2013 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან. გამარჯვებულ კანდიდატებს შესაბამისი სერტიფიკატები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.

HMC Projects არის წამყვანი დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ისწავლონ, ასწავლონ და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ ბრიტანელ თანატოლებთან და კოლეგებთან,  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ დროისთვის, უკვე 1200-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო 100%-იანი სტიპენდია ბრიტანულ სკოლებში ერთწლიანი კურსის გასავლელად.

2012 წელს, HMC პროექტების ჯგუფმა თანამშრომლობის ხელშეკრულება კომპანია “Unique Learning”- თან გააფორმა, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში და მისი სახელით აწყობს გაცნობით შეხვედრებს და ორგანიზებას უწევს პროექტის განხორციელებას.

კომპანია “Unique Learning” არ მონაწილეობს სტიპენდიანტების შერჩევის პროცესში. გამარჯვებულ კანდიდატებს ტესტირების, გასაუბრების და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, HMC -ის წარმომადგენლები არჩევენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე