ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VII საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით ჩატარდა და მასში 27 ქვეყნის 272 მოსწავლე, 125 პროექტით მონაწილეობდა.

ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური 2013 წლის 30 მარტს გაიმართა. სწორედ, ამ ტურში გამარჯვებულებმა მიიღეს მონაწილეობა VII საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც წელს თბილისში 25-27 აპრილს ჩატარდა.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზებაში ფირმა „ჩაღლარს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მხარს უჭერენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და „საქპატენტი”. გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანმა და ჩაღლარის საგანლანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ღზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბჭოების თავმჯდომარემ ადემ ონალიმ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი პირველად, 2005 წელს ჩატარდა. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მომზადებული პროექტებით. 2007 წელს აღნიშნულმა კონკურსმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა.  მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვი.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესება. ოლიმპიადა ასევე დიდ როლს თამაშობს კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგში. მასში მონაწილე უცხოელი მოსწავლეები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულ ენასა და კულტურას ეცნობიან. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე