ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების ხელმისაწვდომობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი მარგველაშვილმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გათავისუფლების შემდეგ მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა  და დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში  „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამა“ ამოქმედდება, რომელიც  ზოგადი და პოფესიული განათლების შესაბამისი პროგრამებს  განხორციელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ერთად, მსჯავრდებულთა შესაბამის კლასებში, სასურველ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვას, მათთვის შესაბამისი სასწავლო პროგრამის შერჩევას და ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნას  უზუნველყოფს.  მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ინვენტარით, სახემძღვანელოებითა და სხვა სწავლისათვის საჭირო მასალებით. გადამზადდებიან მსჯავრდებულებთან მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამის“ გამჭვირვალეობისა და მომავალი დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში სამეურვეო საბჭო შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. ჩამოყალიბდება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე