ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განსაკუთრებული დღე 198-ე საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ  საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს.

198-ე საჯარო სკოლაში 161  მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. უმრავლესობას მეტყველების, მოტორიკის, ემოციური თუ სოციალური პრობლემები აქვს, აწუხებთ კომუნიკაციის ან ფუნქციათა შეზღუდვების მთელი კომპლექსი, უჭირთ ფიზიკური თუ ფსიქიკური სტაბილობის დაცვა, ურთიერთობა უფროსებთან, თანატოლებთან. სკოლის დირექტორის თეონა ყაჭეიშვილის განცხადებით, სკოლის მთავარი პრიორიტეტია  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ - ჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული  განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.

სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია,  ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.

გიორგი მარგველაშვილი 198-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსაც გაესაუბრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და იმ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია, რომელშიც სკოლას სამინისტროს მხარდაჭერა ესაჭიეროება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე