ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ელექტრონული სწავლების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning) ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.

პროექტის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები ელექტრონული კურსის შექმნის ტექნოლოგიას დაეუფლებიან, აითვისებენ მეთოდოლოგიას და თავად შექმნიან საპილოტე პროექტებს, რომელთა დანერგვა შესაბამის სასწავლებლებში მოხდება.

ელექტრონული სწავლების სპეციალისტები კარგად იცნობენ საქართველოში პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ელექტრონული კურსის შექმნით (საგნის აქტუალობიდან გამომდინარე) საინტერესო, თანამედროვე, მრავალფეროვანი და ეპოქის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებაა შესაძლებელი.

ელექტრონული/დისტანციური სწავლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად აპრობირებული სისტემაა და იგი ერთ-ერთია ინტერნეტქსელის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სამხრეთ კავკასიაში 2008 წლიდან „ინვენტის“, შემდგომ კი GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. შედეგი ასეთია: დღეისათვის გვყავს ელ. სწავლების სპეციალისტები, რომლებმაც არაერთი საპილოტე პროექტი განახორციელეს და წარმატებით დანერგეს საკუთარ ინსტიტუციებში. შეიქმნა სრულფასოვანი პროექტებიც, როგორიცაა eLearning Course of Georgian, რომელიც უფასოდაა განთავსებული ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის: www.ice.ge/elearning_geo. 

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე