ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპის კვირეულის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს  მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრა ევროპის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვრცელი ინფორმაცია პროგრამა ,,პესტალოცი”-ს შესახებ. ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა  ტრენინგების  პროგრამაა, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს. “პესტალოცის” ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დასაგეგმად და განსახორციელებლად, პროფესიული კავშირები დაამყარონ ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს პედაგოგების, ტრენერების და განათლების სპეციალისტებისტებისათვის პროფესიული ზრდის საშუალებების შეთავაზების გზით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე