ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”. ღონისძიება დეპარტამენტში მიმდინარე პროექტის ”საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი” ფარგლებში შედგა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა ჩართულობაა.

დეპარტამენტმა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2012 წლიდან  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა  საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა მშობლებთან და პედაგოგებთან გამართეს.

შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების  დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული სასწავლო გეგმების  დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის -USAID/G-PriEd-ის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის) წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მშობლები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევების თანახმად, რაც  უფრო  მეტადაა  ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, მით უფრო მაღალია მოსწავლის მიღწევის დონე; იზრდება მოსწავლის მოტივაცია; ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; იზრდება  სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი; უმჯობესდება   დისციპლინა; იზრდება  სკოლის და მასწავლებლის ავტორიტეტი; ხოლო წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.

2013 წელს მშობელთა ჩართულობის მიმართულებით ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი მრავალი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. დეპარტამენტში გახსნილია სპეციალური ელექტრონული მისამართი [email protected], რომლის საშუალებითაც  ყველა მშობელს შეუძლია მიმართოს დეპარტამენტს შეკითხვით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე