ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო საჩოგბურთო შეჯიბრებები

სპორტკომპლქს „გიო-მირის“ საჩოგბურთო კორტებზე საჯარო სკოლებს შორის ჩოგბურთის შეჯიბრების მეორე საფინალო ეტაპი გაიმართა. ფინალში  პირველი ეტაპის ქვეჯგუფების გამარჯვებული 64 ბავშვი მონაწილეობდა. ფინალისტებს სამხსოვრო დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.

პირველ სამ ადგილზე გასულ ბავშვს საჩოგბურთო კლუბში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა. ღონისძიებას საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრებების პირველი ეტაპი  15-30 აპრილის ჩათვლით მოეწყო, მასში 25 საჯარო სკოლიდან შერჩეული 200 პირველკლასელი მონაწილეობდა. ეს შეჯიბრებები  იმ საჯარო სკოლებში ჩატარდა, სადაც 2012 წლის მიწურულს  სტანდარტული ზომის საჩოგბურთო მოედნები მოეწყო. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებული სასკოლო ჩოგბურთის განვითარების პროგრამის მიზანია, მოხდეს ჩოგბურთის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ბავშვების სელექცია და ჯანმრთელი თაობების აღზრდა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე