ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია გაიმართა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილებისა  და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.

კონფერენციის დასასრულს, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს გადაეცა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International ახორციელებს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა  და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC)  პარტნიორობით ხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე