ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში

2013 წლის 10 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით  პირველი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე “კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში”.

საკოორდინაციო ჯგუფი შედგება სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებული მხარეებისგან, კერძოდ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამინისტრო; DIPECHO პარტნიორები - UNICEF, Save the Children, ASB,  Oxfam GB, ACF, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და RDFG.

საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბუნებრივი კატასტროფის რისკის პრევენციასა და შემცირებასთან   დაკავშირებული ღონისძიებების და აქტივობების ჩატარება, რომელშიც ასევე ჩართულები იქნებიან სკოლების ადმინისტრაციები, დირექტორები, მანდატურები, მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მიესალმა. შეხვედრაზე ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა საკუთარი ხედვა და მათ მიერ კატასტროფების რისკის შემცირების უზრუნველსაყოფად  უკვე შექმნილი მასალები.

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ვრცლად ისაუბრა  თემაზე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინტეგრირება საქართველოს განათლების სისტემაში. დაისახა სამომავლო გეგმები, რაც ითვალისწინებს: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ელექტრონული თამაშების მომზადებას, მოსწავლეებისთვის თემატური საზაფხულო ბანაკების მოწყობას და სხვა  აქტივობების ჩატარებას.

განათლებაში  ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე მომუშავე   საკოორდინაციო ჯგუფის მომავალი საქმიანობა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფუნდამენტურ და დამხმარე ნაწილს წარმოადგენს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე