ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში კახისა და ბელაქნის რაიონების  100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოების ცერემონია კახის რაიონის სოფელ ალათემურის კულტურის სახლში გაიმართა.

კონკურსის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე 21 ნაშრომი გადავიდა,  რომელთა შორისაც ჟიურიმ  რეგიონოლაური მასშტაბით 3 საუკეთესო თემის ავტორი გამოავლინა.

კონკურსის გამარჯვებულს, კახის საშუალო სკოლის მოსწავლეს მარინა შიხამირაშვილს საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პორტატული კომპიუტერი გადასცა.  ხოლო, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები ციფრული აპარატითა და წიგნებით  დიასპოროს საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  აპარატმა დააჯილდოვა.

რეგიონალური მასშტაბით გამარჯვებულების გარდა, ასევე გამოვლიდენენ თითოეულ სკოლაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი კონკურსანტები, რომელთაც ფულადი ჯილდოები პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადასცა.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე