ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპორტის სასახლეში საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სასკოლო ჩემპიონატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

ტურნირში ჩართულნი იყვნენ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის, სკოლა “ლოგოსის”, 199-ე საჯარო სკოლა  „კომაროვის”,  ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის, სკოლა “მწიგნობართუხუცესის” და თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები.

2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე