ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საერთაშორისო სატენდერო განაცხადები

2013 წლის 14 მაისს MCA-Georgia-მ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული II კომპაქტის „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კომპონენტის“ სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების სეგმენტის ფარგლებში, გამოაცხადა ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე „საქართველოში საჯარო სკოლების დიზაინის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი/სოციალური/გენდერული კვლევების ჩასატარებლად“.

შერჩეულმა კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო 37 საჯარო სკოლის (სულ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ იქნება 130 საჯარო სკოლა სამ ეტაპად) რეაბილიტაციის სატენდერო პაკეტები, და ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სამოქმედო სტანდარტების შესაბამისი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმართვისას განსახორციელებელ წესების ერთობლიობას (ჩარჩოს), მათ შორის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტი; გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა; გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის გეგმა, მყარი და საშიში ნარჩენების მართვის გეგმა, დაქირავებული შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესები და მონიტორინგი.

სარეაბილიტაციოდ შერჩეული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა, მათ შორის გათბობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებები მოიცავენ შერჩეული საჯარო სკოლების სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას, დამხმარე ინფრასტრუქტურული სისტემების გაუმჯობესებას და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით მომარაგებას.

განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შექმნიან სათანადო წინაპირობებს, მიმართულს კონფორტული გარემოს, შიდა სავენტელაციო სისტემების და შესაბამისი განათების უზრუნველსაყოფად. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართები:

დანართი 1

დანართი 2 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე