ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც დღეს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რარიტეტის დარბაზი გაიხსნა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მიკროფილმების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უძველესი წიგნებით სარგებლობა მკითხველებს აქამდე  საერთო დარბაზში შეეძლოთ, დღეიდან მათ რარიტეტის დარბაზი მოემსახურება.

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილმოთეკის განყოფილებაში დაცულია უნიკალური მასალა - საზღვარგარეთ არსებული მანუსკიპტორიუმებში შემონახული ქართული, ბერძნული, არაბული, სომხური ხელნაწერების მიკროფილმები და ფოტოპირები. ბიბლიოთეკის ხელნაწერების ფონდი ათონის მთის, სინას მთის, იერუსალიმის მართლმადიდებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციებს მოიცავს, ასევე მოიცავს ცალკეული ხელნაწერების მიკროფილმებს ბრიტანეთის მუზეუმიდან, პეტრიწონის მონასტრიდან, ოქსფორდის ბოდლისა და ნეაპოლის ბიბლიოთეკებიდან.

ხელნაწერთა ასლების ელექტრონული არქივი მსოფლიოში აღიარებული პროგრამული  სისტემა Dspace-ის მეშვეობით შეიქმნა, რომელიც  ელექტრული რესურსების ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს. Dspace-ს გააჩნია მოქნილი საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც ძიება ხდება ავტორის, თემატიკის, სათაურისა და საკვანძო სიტყვების მიხედვით. ბიბლიოთეკაში ასევე ხორციელდება წიგნების კატალოგიზაცია.

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1941 წელს დაარსდა  და მასში დაცულია 3 000 000 სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურა, 2 500 000 სამეცნიერო ჟურნალი და 20 000 000 სამეცნიერო პატენტი. წიგნსაცავში დაცულია 1530 წლით დათარიღებული რამდენიმე უნიკალური გამოცემა და სამეცნიერო წიგნები უცხოურ ენაზე, რომელთა ანალოგი საქართველოში არსად მოიპოვება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე