ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქობულეთის პროფესიული კოლეჯის 50 წლისაა

ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კოლეჯში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.  რამდენიმე სპეციალობაში კონკურსი ჩატარდა, მოეწყო მასტერ კლასები, კონფერენციები.

ამავე დღეს კოლეჯის სამშენებლო კორპუსში, საფუძველი ჩაეყარა ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის გახსნას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია ,,კნაუფის“ თანადაფინანსებით მოეწყო.

საიუბილეო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მონაწილეობდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესტონეთის, უკრაინისა და საფრანგეთის კონსულები, ბიზნესის წარმომადგენლები, ესტონეთის, უკრაინის, სომხეთის კოლეჯების წარმომადგენლები, საქართველოს კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელები.

ქობულეთის პროფესიული კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი.  სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“   სპეციალობები  აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი,  ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი),  ბარმენი და სხვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე