ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.

27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (http://mes.gov.ge/content.php?id=2383&module=form_builder&proj_id=1).

პროგრამის მონაწილე პედაგოგები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სკოლებში ქართულ ენას შეასწავლიან. ისინი ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და რეგიონში მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან. პროგრამაში ჩართვამდე ყველა მონაწილე პედაგოგიკის პრინციპებში სპეციალურ მომზადებას გაივლის.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდებს, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მაგისტრატურაში სწავლას სრულად დაუფინანსებს.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს. პროგრამა 2011 წლიდან ხორციელდება და მასში რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ცხოვრობენ და წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს დასახლებულ რეგიონებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე