ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლამბალოში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.

სოფელ ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში  მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.

სკოლის დირექტორის განმარტებით, სადაც დღეს ბავშვებს გაკვეთილები უტარდებათ, ადრე ბოსელი იყო, ხოლო ადმინისტრაციული შენობა სკოლას ნაქირავები აქვს და ყოველწლიურად 30 ათასი ლარი უჯდება. სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და აზერბაიჯანული. ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 მოსწავლეა, 935 მოსწავლე აზერბაიჯანულენოვანია, 70 პედაგოგიდან  25 მასწავლებელი ქართველია, დანარჩენები კი აზერბაიჯანელები არიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა აშენდება. ახალი სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის დიდი ხნის ოცნება ახდება - მომავალი სასწავლო წლიდან ლამბალოელი მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე