ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით

თემაზე „ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით“ სამუშაო შეხვედრა თბილისის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში გაიმართა.

 თემატურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მენციეერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე,  განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საქართველოში მოქმედი მსხვილი კერძო კომპანიებიდან ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები: ”ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ხედვა და მიმართება ცოდნის ეკონომიკასთან”, ”ზოგადი განათლების ორიენტაცია შრომის ბაზარსა და ეკონომიკაზე”, ასევე, განიხილეს HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) და ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანი დამსაქმებლების მიერ შესაბამისი საკადრო რესურსის მოძიების ძირითადი სახასიათო პრობლემების იდენტიფიცირება იყო. ასევე, განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ზოგადგსაგანმანათლებლო სფეროში არსებული ძირითადი პრობლემების გამოკვეთას შრომით ბაზართან მიმართებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე