ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მივიდნენ, მსჯავრდებულ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად მხატრული და შემეცნებით ლიტერატურა გადასცეს. მინისტრებმა  ბავშვთა დღე ყველა ბავშვს და მათ მშობლებსაც მიულოცეს.

გიორგი მარგველაშვილი და სოზარ სუბარი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგაკვეთილო პროცესით დაინტერესდნენ, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას და საჭიროებებს გაეცნენ.

#11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში 14-დან 18 წლამდე ასაკის 45 მოზარდი იხდის სასჯელს. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი იგივე განათლება მიიღონ, რაც მათი თანატოლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს მოსწავლეები თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში ირიცხებიან. ყოველდღიურად მათთან  ყველა საგნის პედაგოგი მიდის და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის. არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, რაგბის, გიტარის, ხეზე კვეთის სექციები, ლექტორიუმი. ასევე, დასრულდა ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები იზოლირებულ, კეთილმოწყობილ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში დღეს, ყველა მსჯავრდებულს, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. ეს არის უწყებათაშორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე