ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოების დაბეჭდვას „გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი პრინტი და მვპ“ უზრუნველყოფს. მილიონახევარი სასკოლო სახელმძღვანელო უკვე დაბეჭდილია. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებულ ქართულ სტამბაში მივიდა და პირდად გაეცნო ბეჭდვის  პროცესს. მინისტრმა ასევე მოინახულა ადგილი, სადაც დაბეჭდილი წიგნების დასაწყოება მიმდინარეობს.

„გაერთიანებული ქართული სტამბა  ფავორიტი პრინტი და მვპ“  ოთხი ქართული მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმოსა (შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ (24 საათის სტამბა) და მასთან არსებული მცირე პოლიგრაფიული წარმოებების გაერთიანებით შეიქმნა და დღეს, 9 ქართული სტამბა მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე.  პროექტის ფარგლებში 1600 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

სამინისტროს ახალი ინიციატივა გარდა იმისა, რომ ასობით მშობელს სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემას მოუხსნის, ხელს შეუწყობს ქართული პოლიგრაფიული  და სხვა ქართული ბიზნესების კერძოდ: პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანიების, სატრანსპორტო კომპანიების და სასაწყობო მეურნეობების აღორძინებას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ყველა გადასახადი დარჩება საქართველოს ბიუჯეტში.

უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემა 15 ივნისიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე