ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი მარგველაშვილი რეფორმების გერმანელ ექსპერტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს გერმანელ სტუმარს, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს (ძველი მსოფლიოს ისტორია), გერმანიის ფილოსოფიის ფაკულტეტების გაერთიანების თავმჯდომარეს ტასილო შმიტს შეხვდა.

ტასილო შმიტი არის რეფორმების ექსპერტი, უშუალოდ მონაწილეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, გერმანელი პროფესორი კარგად იცნობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მდგომარეობასაც. გიორგი მარგველაშილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში  განხორციელებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს. ტასილო შმიტმა მზადყოფნა გამოთქვა თავისი გამოცდილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

ტასილო შმიტი საქართველოში გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების (DAAD) მოწვევით იმყოფება, მან უკვე გამართა საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დაგეგმილი აქვს სემინარი ტემპუსის ოფისში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე