ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო მრგვალი მაგიდა გაიმართა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განწყობის ფსიქოლოგია – იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივა“ ფარგლებში, სამეცნიერო მრგვალი მაგიდა გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშილმა  მიიღო.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განწყობის ფსიქოლოგია – იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივა“  დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 70 წლისთავს მიეძღვნა და მისი ორგანიზატორი დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია იყო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენციის მიზანი იყო ქართული ფსიქოლოგიური სკოლის აღორძინებისა და განვითარების ხელშეწყობა.

მეცნიერული ფსიქოლოგიის ძლიერი კერის არსებობა ყველა სახელმწიფოსთვის მნიშვნრლოვანია. საქართველოში ფსიქოლოგიის პირველი სახელმძღვანელო „ცდისეული ფსიქოლოგია“ XIX საუკუნეში გამოქვეყნდა. XX საუკუნეში, საქართველოში შემუშავდა მსოფლიოში აღიარებული განწყობის ფსიქოლოგიური თეორია, რომლის ავტორია დიმიტრი უზნაძე. მსოფლიო მეცნიერებისთვის განწყობის თეორიის დიდი მნიშვნელობა ოფიციალურად იქნა აღიარებული.

1943 წლიდან, განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის განვითარების ბაზა დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი იყო, რომელმაც ორი წლის წინ პრაქტიკულად  ფუნქციონირება შეწყვიტა, რითაც  მოიშალა მსოფლიოში ერთადერთი სამეცნიერო ცენტრი, სადაც განწყობის თეორია ვითარდებოდა.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგიის მნიშვნელობა განუზომელია განათლების სისტემის, საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრების, აღზრდის, ადამიანთა ურთიერთობის, მართვის, ფსიქიკური ჯანდაცვის, კონფლიქტების რეგულაციისა და ქვეყნისათვის სხვა აქტუალური სფეროების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე დღეს, საქართველოში მიმდინარე გარდაქმნების კონტექსტში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ქვეყნის სამსახურში დაბრუნება და მისი წინსვლის ხელშეწყობა სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე