ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „არაძალადობრივი თანაარსებობა და კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში - რეალობა და გამოწვევები“.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახლადდაფუძნებული „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ წევრები, მასწავლებლები თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს საჯარო სკოლებში არაძალადობრივი თანაარსებობის და კონფლიქტების მართვის სწავლების მნიშვნელობას, ამ საკითხში სახელმწიფოს ხედვას და  სკოლებში დღეს არსებული მდგომარეობის შეფასებასა და გამოწვევების გაანალიზებას  მიეძღვნა.

სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვასა და დამოკიდებულებაზე საუბრისას ალუდა გოგლიჩიძემ განსაკუთრებით გამოკვეთა პრაქტიკოსი პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობა და როლი სკოლებში არაძალადობრივი თანაარსებობის და კონფლიქტების მართვის სწავლების საქმეში. მისი თქმით, სწორედ პედაგოგების ძალისხმევით, ცოდნით და აქტიურობით არის შესაძლებელი არსებულ პრობლემასთან უშუალოდ შეჭიდება და ახალგაზრდებში იმ უნარების გამომუშავება, რომელიც მათ კონფლიქტების მიმართ საღი მიდგომის გამომუშავებასა და მათ მართვაში დაეხმარება.

ალუდა გოგლიჩიძემ შეხვედრის მსვლელობისას პედაგოგებისთვის ჩაატარა მასტერკლასი კონფლიქტების მართვის თემაზე. საინტერესო სავარჯიშოების სახით მან პრობლემის ირგვლივ ბევრი დამაფიქრებელი და საგულისხმო  აქცენტი წამოჭრა, რომელთა შესახებ შემდეგ მსჯელობა და დისკუსია  გაიმართა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიონალიზმის ამაღლების საქმეში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. მან ასევე წარმოადგინა ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ დამფუძნებლები და აუდიტორიას ფორუმის სამომავლო გეგმები გააცნო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე