ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორს სამინისტროს ჯილდო გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დღეს,  მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორს ადილ შარიფოვს გადასცა.

ადილ შარიფოვს წელს დაბადებიდან 70 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. იგი სადახლოს მეორე საჯარო სკოლაში 5 წელი მასწავლებელად მუშაობდა, 19 წელი სასწავლო ნაწილის გამგე იყო ხოლო, 26 წელია სკოლას ხელმძღვანელობს. მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილის გამო, მას არაერთი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული, არის ენერგიული და პასუხისმგებლობით გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე პერიოდშიც სკოლა არ დაუტოვებია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დაწესდა.

სამკერდე ნიშნის „ამაგდარი“ გაცემის მიზანი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, მოტივაციის ამაღლება, ასევე ახალი პროექტების, ინიციატივების წახალისება, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე